
ავტორი
Front News საქართველო
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრაზე გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია გამართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა. გეგმაში გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
"ყველა მუნიციპალიტეტის განვითარება უნდა დაიწყოს გენერალური გეგმის დამტკიცებით. მნიშვნელოვანია, რომ თელავის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს და კულტურული ცხოვრება ქალაქში იყოს კიდევ უფრო მზარდი და საინტერესო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
შეხვედრაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს