
ავტორი
Front News საქართველო
კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
თელავში ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა.
"მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
სასამართლო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
თაგები:
პროკურატურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს