Logo

სტიქია თელავში - დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულები

რეგიონები
122
Frontnews
სტიქია თელავში - დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულები

თელავში უხვი ნალექის შედეგად გვიან ღამით მდინარე თელავის ხევი ადიდდა.

სტიქიის შედეგად დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, აფთიაქები, კომერციული და საჯარო შენობები, დანგრეულია ხიდი.

დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი დიდია, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სალიკვიდაციო სამუშაოებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები