თემურ მღებრიშვილი - ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, გამოყვანილია ყველა შენობიდან

ავტორი
Frontnews საქართველო
ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის, გამოყვანილია ყველა შენობიდან, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის კერა შახტაში იყო.
"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. ამ დროისთვის მობილიზებულია 150 -მდე მეხანძრე-მაშველი, გამოყვანილი არიან მოქალაქეები უსაფრთხოდ. დამატებით მიმდინარეობს შენობის გადამოწმება.
ვერ დაგიდასტურებთ, რომელ სართულზე იყო კერა, თუმცა გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში იყო. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო საწყისი. 25 სახანძრო და 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.





