
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - „აფხაზეთის საშობაო სოფელი“ დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე იმყოფებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი და სასურსათო პროდუქცია.
დევნილი მეწარმეების საახალწლო გამოფენა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
„აფხაზეთის საშობაო სოფლის“ მიზანია აფხაზეთთან დაკავშირებული ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენა, დევნილი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია და მოსახლეობისთვის საახალწლო გარემოს შექმნა.
თაგები:
თენგიზ ნასარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს