Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

პოლიტიკა
633
Frontnews
თენგიზ შარმანაშვილი - ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას "ვერ ეღირსება".

შარმანაშვილის განცხადებით, ჩიკვაიძეს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურს, თუმცა, სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს, თუ შეწყალების თხოვნას არ დაწერს, ხელისუფლება ჩამოიშლება.

"ვერ ეღირსებით, რას ნიშნავს?  რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა. არ მივა. დანარჩენი, როგორც გენებოთ." - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები