თენგიზ შარმანაშვილი - ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

ავტორი
Frontnews საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი პარლამენტის წევრი იყო, თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს.
“მატყუარა! როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო და დანარჩენებსაც იგივე ელოდა. საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. არ იცის ? იცის, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია. კიდევ, მაგ ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს. არა? არ იცის? ეგეც იცის. მე კიდევ ხელფასიდან ხელფასამდე ვალებს ვისტუმრებ. ამას არავის ვამადლი, მაგრამ ამნაირი ნილოსის ნიანგების მადის ხალხის სალაპარაკო არა ვარ. ეგეც იცის ალბათ, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის.
საკუთარ სამშობლოს მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის წართმევას უპირებდა ჯაფარიძეც. კიდევ კარგი, წააგო ეს საქმე პარიზის არბიტრაჟში. რა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა, ვინ იყო? შემთხვევითი "პასაჟირი" ვინმეს ახსოვს? არა ხართ ახლა ზოგიერთი ქვეყნის გემის მიმართულებით გასაშვები? და საერთოდ, მე არ დამიწყია, მაგრამ ეტყობა ვინმეს ილუზია აქვს, რომ რა უქნეს ხალხს და მათ ქონებას ვინმეს დაავიწყდა, გავახსენებთ”, - წერს შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




