
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას პოსტს, რომელმაც დაწერა: "შარმანაშვილი "პახმელიაზეა"?!" და მას ჭორიკანას უწოდებს.
შარმანაშვილის განმარტებით, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ახლახან გამოვიდა კლინიკიდან და მკურნალობას განაგრძობს, ხოლო ბერდია სიჭინავა მომავალში აღარ დააინტერესებს.
"კაცი რომ ჭორიკანობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! სულ ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას. იმედია, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, დავძლევ პრობლემას. ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში", - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს