Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები, მოგისმენს ხალხი? არა

პოლიტიკა
173
Frontnews image description

პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები, მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? არა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი წერს.

“რატომ ვერ ექნებათ წარმატება ვერასდროს ამათ. მოკლედ და უფასოდ: 1. ეკლესიას, რომელსაც დიდ პატივს სცემს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ებრძვიან. რწმენაზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაგმატულადაც უაზრობაა მათი მხრიდან ამის კეთება ; 2. კვარაზეა საუბარი, ფეხბურთელებს რომ ახსენებენ. პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ფოლკლორი იქმნება, სიმღერების სახით, ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, მიუხედავად მათთვის სირთულისა, კვარაცხელიას გვარს გაიძახის მთელი სტადიონი. აღნიშნული სიამაყეს განაცდევინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე (მაგათ არაფერს ვერჩი) ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? არა. სხვა თემებს აღარ შევეხები. მიხვდით? მეტი არ არის ჩემი მტერი”, - წერს შარმანაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები