Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს

პოლიტიკა
80
Frontnews
თენგიზ შარმანაშვილი - ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს

ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას ინტენსიურად და ამბობდნენ, რომ რაღაც არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ მთელი საქართველოდან. 7000 ესეც საუკეთესო, ე.ი. ოპტიმისტური გათვლებით მაქსიმუმ, რაც მოაგროვეს, - განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის 28 ნოემბრის აქციის შესახებ საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, თავად ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზეა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

“ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზე აქვთ, რომ უკვე, რა თქმა უნდა, მოქმედებაზეც გადადიან, მარტო სიტყვიერად შეხლა-შემოხლას არ დაჯერდნენ და ფიზიკურადაც მოინდომეს ერთმანეთის პლაკატების წართმევა, შემდეგ ფიზიკურად შეუშალეს ხელი, რომ სიტყვით ვინმეს ეთქვა ვთქვათ აქციაზე. ასე რომ, ეს ადამიანები არიან სიძულვილით გამსჭვალული ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ რაიმე დადებითი ემოციის არათუ გამოხატვა, რაიმე დადებითი საქმის გაკეთებაც კი", - განაცხადა შარმანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები