Logo

თენგიზ შარმანაშვილი - სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა, პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა

პოლიტიკა
127
Frontnews
თენგიზ შარმანაშვილი - სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა, პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ყოფილა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში.

"ჯერ ერთი, მე არსად არ გავრბივარ სადაც მიკროფონია, პრესსამსახური გეგმავს დროს და ადგილს კომენტარისთვის. შემდეგ, არც პირველი პრეზიდენტი დამიმხია, მთელი ედეპეს ხელმძღვანელობა ციხეში იჯდა, როდესაც მისივე პრემიერმა და მისივე გვარდიის ხელმძღვანელმა შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს, ესეც ტყუილია. შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის იმდროინდელი შემადგენლობა წაიკითხე და თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხებოდა ამ საქმეში იმათ უდიდეს უმრავლესობას იქ აღმოაჩენ, აქაც ტყუის, რომ მე დავწერე პროექტი მარტომ. შემდეგ, სააკაშვილის დროს მეკავა აპოლიტიკური თანამდებობა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ, აქაც ტყუილზე აგებ ყველაფერს. დაბოლოს, მე არა ვარ ის პერსონა, ვისაც მან პრობლემები შეუქმნა პირველ რიგში თავისი საქციელით და ესეც კარგად იცით ალბათ, ვისაც შეუქმნა. ახლაც კარგად იცით, რომ ამ გუნდს ერჩით და არა მე პერსონალურად და არც პრემიერს ერჩით მხოლოდ. მე პიროვნულად არაფერი მქონდა მასთან დასაპირისპირებლად, თქვენ ხდით პიროვნულს. კი ბატონო, თუ ასე გინდათ, იყოს. დანარჩენი, ბრმა არავინ არის და არც ყრუ, იცის ხალხმა ვის რა აღმოუჩინეს, რას აკეთებდა და როგორ. მე აღარ გავაგრძელებ, თუ ისევ არ დაიწყებთ უსაფუძვლო გაღმა შედავებას“, - წერს შარმანაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები