Logo

თეონა თამაზაშვილი - მოვედით ციხესთან, რომ უშუალოდ მივმართოთ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, აღიარონ დანაშაული, თქვან ყველა გარემოება

საზოგადოება
546
Frontnews
თეონა თამაზაშვილი - მოვედით ციხესთან, რომ უშუალოდ მივმართოთ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, აღიარონ დანაშაული, თქვან ყველა გარემოება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა აქცია გამართეს.

ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს მოუწოდებს, ისაუბრონ გასაიდუმლოებულ საქმეებზე.

"რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან გავაგზავნეთ წერილები, სადაც მოვთხოვეთ აღიარონ, თამარ ბაჩიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა და დაასახელონ ის პიროვნებები, რომლებიც მათთან ერთად მოქმედებდნენ, რადგან თამარ ბაჩიაშვილის სისხლით ხელები ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დასვრილი. ჩვენ არ ვიცით, ადრესატამდე მივიდა თუ არა ჩვენი გზავნილი წერილი, ამიტომ მოვედით ციხესთან, რომ უშუალოდ მივმართოთ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, რომ აღიარონ დანაშაული, თქვან ყველა გარემოება, რაც ამ საქმის ირგვლივ იციან და ერთგვარად გადაირჩინონ სული", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები