თეონა თამაზაშვილი - მოვითხოვ ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას, განსაკუთრებით დედებს, გელოდებით მხარდაჭერისთვის ყოველ ორშაბათს

ავტორი
Front News საქართველო
ყოველ ორშაბათს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას!, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის დედების მხარდაჭერას ელოდება.
“ყოველ ორშაბათს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას, განსაკუთრებით დედებს, გელოდებით სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ყოველ ორშაბათს... და თუ რამე სიახლეც იქნება ორშაბათს მივაწვდი საზოგადოებას“, - წერს თეონა თამაზაშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა. ოჯახი პროკურატურას ხელახალ გამოძიებას სთხოვს.
თაგები:
თეონა თამაზაშვილი




