
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ბაზაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძემ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ხელმძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალები და საფლავები გვირგვინებით შეამკეს - სოფელ ღვანკითში, ძევრში, კვახჭირს და ზედა სიმონეთში. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირებმა გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში,თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, ალია ბარდაველიძე,უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი და ბადრი ბასილაძე.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგი ჯიხვაშვილმა, თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურა ჩხიკვაძემ,მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაშვილმა და მერიის და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს