თერჯოლაში გამწვანების აქცია ჩატარდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ქალაქ თერჯოლაში გამწვანების აქცია ჩატარდა.
საშემოდგომოდ, სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგო ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სპორტის სასახლის წინ და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ეზოში.
გამწვანების აქცია მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო და მასში ჩართულები იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, აიპების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
თაგები:
თერჯოლა




