Logo

თერჯოლაში მინი ფეხბურთში ლაშა გოგიაშვილის სახელობის მუნიციპალური ტურნირი გაიხსნა

რეგიონები
894
Frontnews
თერჯოლაში მინი ფეხბურთში ლაშა გოგიაშვილის სახელობის მუნიციპალური ტურნირი გაიხსნა

თერჯოლაში მინი ფეხბურთში ლაშა გოგიაშვილის სახელობის მუნიციპალური ტურნირი გაიხსნა.

ლაშა გოგიაშვილის სახელობის თასის მოსაპოვებლად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების 15 გუნდი იბრძოლებს. ტრადიციული ტურნირი,  ოლიმპიური სისტემით ტარდება, გამარჯვებული კი გამოვლინდება საფინალო მატჩზე.

მუნიციპალური ტურნირი ტრაგიკულად გარდაცვლილი მერის ლაშა გოგიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 

ტრადიციული ტურნირის გახსნას დაესწრნენ: მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, მოადგილეები - დავით გოგბერაშვილი, სერგი ჯიხვაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

ტურნირის ფინალური შეხვედრა 31 ოქტომბერს, თერჯოლობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები