Logo

თერჯოლაში, სახელმწიფო პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებები გაიმართა

რეგიონები
1389
Frontnews
თერჯოლაში, სახელმწიფო პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებები გაიმართა

თერჯოლაში, სახელმწიფო პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებები გაიმართა.

თერჯოლასა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 30-მდე ლოკაციაზე 200-ზე მეტი  სხვადასხვა ჯიშის ნერგი საჯარო სკოლების პირველკლასელებმა დარგეს.

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით მოეწყო. გამწვანების ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები