თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის დასრულების შემდეგ თერჯოლის 5 330-მდე მცხოვრები 24 სთ-იანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეზერვუარები, ორი სატუმბი სადგური და ორი საქლორატორო. დაგეგმილი 44,5 კმ წყალმომარაგების ქსელიდან მოწყობილია 43,6 კმ დასრულებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრის მშენებლობა და მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის დისტანციური მონიტორინგისა და მართვის სისტემის მოწყობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
თაგები:
თერჯოლა




