Logo

თერჯოლაში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

რეგიონები
1508
Frontnews
თერჯოლაში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

თერჯოლაში ვეტერანთა დღე აღნიშნეს.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ბაზაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, თერჯოლის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ლილუაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.

დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს, მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვეტერანთა პატივსაცემად მოწყობილ ღონისძიებას მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი  შალვა გოგოლაშვილი, მერიის და  საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ.

საქართველოში ვეტერანის დღე - 17 ოქტომბერი, 2014 წლიდან აღინიშნება.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები