
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს მაია თორთლაძეს და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლამდელი განათლების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიზნით, თერჯოლის საბავშვო ბაღებს გადაეცა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მასალები, მათ შორის 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კურიკულუმის მეთოდური სახელმძღვანელოს 100 ეგზემპლარი და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე შექმნილი საბავშვო ზღაპრები.
სახელმძღვანელოები დაეხმარება, როგორც პედაგოგებს, ისე აღმზრდელებს სასწავლო პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვაში და სკოლამდელი განათლების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში. რესურსები ხელს შეუწყობს ბავშვების შემეცნებითი, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას, ასევე მათში დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
შეხვედრის ფარგლებში, ხელმძღვანელმა პირებმა # 3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჯგუფები დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებიც მოისმინეს.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს