თერჯოლის მერმა სოფელ სეფარეთში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილე ზვიად ბაზაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ სეფარეთში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი 2800 მ2 გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და 2027 წელს დასრულდება.
მანუჩარ რობაქიძე, ასევე სოფელ რუფოთში დიაკონიძეების საუბნო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა 4200 მ2 გზაზე.
ორივე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული გზების მოწესრიგებაზე 650 000 ლარამდე იხარჯება.
თაგები:
თერჯოლა




