თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მინი ფეხბურთში ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე-12 ტრადიციული ტურნირის ფინალს დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სათემოში მინი ფეხბურთში ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე-12 ტრადიციული ტურნირის ფინალს დაესწრო.
თასის დასაუფლებლად, მიმდინარე წელს 8 გუნდი იბრძოდა. გამარჯვება სოფელ ეწრის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილებზე კი სოფელ ნახშირღელეს და სათემოს გუნდები გავიდნენ.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ გადასცეს. ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე ქართლოს ჭუმბურიძის ოჯახის წევრებმა, ტურნირის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
სპორტული ღონისძიება ირფფ-ის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ჩატარდა.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




