Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საზაფხულო ახალგაზრდული დღის ბანაკის - "ნინველების“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

რეგიონები
198
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საზაფხულო ახალგაზრდული დღის ბანაკის - "ნინველების“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, საზაფხულო ახალგაზრდული დღის ბანაკის - "ნინველების“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბანაკის გახსნა მიულოცეს, დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარება და წარმატებები უსურვეს.

ახალგაზრდული ბანაკი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით იმართება და მუნიციპალიტეტის სკოლების 14-დან 17 წლამდე ასაკის 80 მოსწავლეს აერთიანებს. ხუთი დღის განმავლობაში, ბანაკის ოთხ ჯგუფად დაკომპლექტებული მონაწილეები, ლიდერების ხელმძღვანელობით, მრავალფეროვან კულტურულ, გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან.

თერჯოლის საზაფხულო ბანაკი „ნინველები“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით იმართება.

პროექტის მიზანია მოზარდებში ლოგიკური აზროვნებისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

ბანაკის დასკვნითი აქტივობები 14 აგვისტოს გაიმართება.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები