Logo

Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ზედა სიმონეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონები
Frontnews image description

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და მოადგილე ზვიად ბაზაძესთან ერთად ზედა სიმონეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა.

რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზედა სიმონეთში ბედიაურთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, პროექტი გარდამავალია და სამუშაოები დასრულდება 2027 წელს, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8200 მ2 გზას.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია“, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 579000 ლარს.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები