
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 5 აგვისტოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცილალურ საკითხთა საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ჩხიკვაძის მიერ წარდგენილ საკითხებს.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საქმეთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 5 აგვისტოს მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
1."თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბერის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282620995, 28.08.2026 წ.);
/მომხს.: ზ. ჩხიკვაძე/
2. ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282620848, 27.07.2026 წ.);
/მომხს.: ზ. ჩხიკვაძე/
3. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 01 აპრილის №გ-29.26091001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282621524, 03.08.2026 წ);
/მომხს.ბ. ბუცხრიკიძე/
4."საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 დეკემბრის №გ-29.29253444 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282621529, 03.08.2026 წ);
/მომხს.ბ. ბუცხრიკიძე/
5. "თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 14 იანვრის №გ-29.29260149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826211576, 03.08.2026 წ.);
/მომხს.: ლ. ლანჩავა/
6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში №1, №10, №11, №12 ქუჩებისათვის გიგა ავალიანის სახელის მინიჭების მიზანშეწონილების შესახებ.
/მომხს.ბ. ბუცხრიკიძე/
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს