
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 24 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ჩხიკვაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი:
1. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282616674, 15.06.2026 წ.);
მომხს.: ზ.ჩხიკვაძე
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, ზვიად ბაზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს