თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა. დეპუტატებმა დარგობრივი კომისიების მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, სოციალური მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და 2026 წლის მიზნობრივი პროგრამების საკითხები დაამტკიცეს.
საკითხებს შორის იყო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა. კომისიამ ასევე განიხილა თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამა; თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით ან პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამა; თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2026 წლის პროგრამა; თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამა; თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების საკითხი; თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების საკითხი; თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ წარდგენილ საკითხს - რუსთაველის ქ. N109-ში, მერიის შენობის პირველ სართულზე არსებული 28.16 კვ.მ ფართის ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსთვის“ უზუფრუქტის ფორმით, ორი წლის ვადით გადაცემის თაობაზე”.
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ წარმოდგენილ საკითხს, "წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში №10 ქუჩისა და სოფლის ცენტრში მდებარე სკვერისათვის საზოგადო მოღვაწე - მურადი წივწივაძის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი დაამტკიცეს, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. კერძოდ, კომისიამ იმსჯელა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკითხი კომისიის წევრებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 1 ოქტომბრის №28-28262746 წერილის საფუძველზე წარედგინათ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




