Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში საშემოდგომო თემატიკის გამოფენა გაიმართა

რეგიონები
164
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში საშემოდგომო თემატიკის გამოფენა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში საშემოდგომო თემატიკის გამოფენა გაიმართა.

გამოფენა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად დაათვალიერა.

თერჯოლის მერის თქმით, ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს, მიიღონ შესაბამისი განათლება.

მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2026 წელს სამხატვრო სკოლაში 120-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება სამხატვრო უნარ-ჩვევებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები