Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

რეგიონები
1125
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა ჩემპიონატის ფარგლებში ხუთ წონით კატეგორიებში გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენები, შესაბამისი  დიპლომებით, სიგელებით და თასებით დააჯილდოვეს.

ჩემპიონატი სპორტის სამინისტროს, ქართული ჭიდაობის ფედერაციის  და თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა, მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 100-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრების მიზანს ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის და  აღნიშნული სახეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები