თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მერიის ორგანიზებით, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მერიის ორგანიზებით, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. აქცია მიზნად ისახავდა ჯანსაღი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას, ასევე ამ მიმართულებით ადამიანთა ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთნენ.
დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვებული ნარჩენების გატანა ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო.
თერჯოლის მერია ინტენსიურად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.
თაგები:
დასუფთავების აქცია




