თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.
თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მშენებარე სახლები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება.
აქედან 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მერიის სახლდაზიანების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 386 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მე-7 სოციალურად დაუცველი ოჯახის მშენებარე სახლს, მთავრობის ცენტრალური ბიუჯეტიდან, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ( 50 000 ლარი) რეაბილიტირდება.
სოციალური სახლების მონიტორინგს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




