Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტში "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს

რეგიონები
182
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტში "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის - "თერჯოლობა 2026"-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.

ეწყობა შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, სოფლებისა და თემების ტრადიციული პავილიონები, იმართება პერფორმანსები, წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები, ქუჩის თეატრალური წარმოდგენები, მოსიარულე ორკესტრი, საბავშვო შოუ-პროგრამები და საზეიმო მსვლელობა თერჯოლის ქუჩებში ცხენოსნებითა და ფაიტონით, მეარღნის თანხლებით; სახის მოხატვა, ინტერაქტიული ფოტო - სარკე (photo mirror), ფოტო-ვიდეოს გადაღება Gifit აპარატით, თემატური ფოტოზონები, მრავალფეროვანი საბავშვო ატრაქციონები.

სახალხო დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი საბავშვო კონცერტი.

სადღესასწაულო ღონისძიებებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი,  მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, მერის  მოადგილეები  ესწრებიან.

ღონისძიებებში მონაწილეობენ ასევე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები