თეთრ სახლში აშშ-სა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თეთრ სახლში მივიდა. აშშ-ის პრეზიდენტსა და შარაას შორის შეხვედრა უკვე დაიწყო.
"როიტერის" ინფორმაციით, შარაა თეთრ სახლში გვერდითა შესასვლელიდან, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების შეუმჩნევლად შევიდა.
სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ-ალ-შამს ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.





