თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პრესმდივანი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში თანამდებობას ტოვებს

ავტორი
Frontnews საქართველო
თეთრი სახლის პრესმდივანი ქეითი ზაქარია თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პოსტს ტოვებს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.
მანამდე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზაქარიას თანამდებობაზე დარჩენაზე ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
„ვუთხარი, ქეით, არ გევალება ამის კეთება, თუ არ გინდა. შენს ადგილას რომ ვიყო, გადავიფიქრებდი“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, მედია ზაქარიას „ძალიან ცუდად“ მოექცა.
ზაქარია თანამდებობაზე 10 ოქტომბერს დაინიშნა. მისი პირველი ბრიფინგი 15 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ჟურნალისტებმა მხოლოდ სამი შეკითხვა დაუსვეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, დამკვირვებლების ნაწილის შეფასებით, ზაქარია მოუმზადებელი იყო და ნერვიულობდა. მწვავე კრიტიკა მის იურიდიულ განათლებასა და გამოცდილებას ეხებოდა. დონალდ ტრამპმა ის „ადვოკატად“ წარადგინა, თუმცა, მედიის ცნობით, ზაქარიას აშშ-ში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჩაუბარებია.
ბრიფინგის შემდეგ ზაქარია საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.
თაგები:
თეთრი სახლი




