Logo

თაკო ჩარკვიანი – საკუთარ ქონებას იცავენ და გადმოდიან აბსოლუტურად სულელურ შეტევაზე

პოლიტიკა
1047
Frontnews image description

ვუთხარი, რომ უხერხულია, როცა თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ პენსიონერი მამა აფინანსებს, ამ დროს ესაუბრებოდეთ ადამიანებს გამჭვირვალობაზე, მინიმუმ უხერხულია და ცინიკურია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინეს.

 

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, “ქართული ოცნება” სულელურ შეტევაზე გადმოდის.

 

“უშუალოდ პუტინისგან ნაბრძანებია, უშუალოდ ქონების დაცვის ომი მიდის, საკუთარ ქონებას იცავენ და გადმოდიან აბსოლუტურად სულელურ შეტევაზე და ვუთხარი, რომ ვისმენთ წყნარად, შვიდად, იმიტომ, რომ გითიშავენ მიკროფონს, ვითმენთ ამ ყველაფერს, ვუთხარი, სანამ მოვასწარი რომ ჩავწეროთ მტერი სახელმწიფო ვინც გვყავს – ჩავწეროთ რუსეთი და ის ქვეყნები, ვისაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებლად აქვს აღიარებული, ამის შემდეგ მდინარაძე კვლავ მონოლოგის რეჟიმშია.

 

წარმოუდგენელია ამის მოსმენა, ვუთხარი, რომ უხერხულია, როცა თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ პენსიონერი მამა აფინანსებს, ამ დროს ესაუბრებოდეთ ადამიანებს გამჭვირვალობაზე, მინიმუმ უხერხულია და ცინიკურია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ასევე დაატოვებინეს, “მოქალაქეების” დეპუტატს ქეთევან თურაზაშვილს, “ლელოს” წვერს სალომე სამადაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ბეჟაშვილს,  პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატ თამარ კორძაიას.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები