თამარ ბელქანია – წალენჯიხაში 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი, საჩინოში ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება


ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხაში ძლიერი ხანძარია. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ცეცხლი 25 სხვადასხვა ადგილზეა.
როგორც ბელქანია წერს, საყურადღებოა საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
“ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში!
მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს, თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას.
სავარაუდოდ, ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა!
ამ ეტაპზე ველოდებით რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს. 112-ში დამატებით უკვე შეტყობინება შესულია. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია.
სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქენერგო, რომელიც დაზიანებულ დენის სადენებს აღადგენს”, – წერს ბელქანია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს