თამარ კორძაია – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა და პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს


ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა და პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სხვა ნებისმიერი ფორმულა 25-ში შეკრების არის არალეგიტიმური, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ იმედიანად ვერ იქნება.
“ოპტიმისტური ვერ ვიქნებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, რადგან გუშინ უკვე თავად ვასილ როინიშვილს წამოსცდა – “უნდა მოვასწროთო” და სინამდვილეში, მათ აქვთ ერთი თვე იმისათვის, რომ მიიღონ წარმოებაში, გამწესრიგებელი სხდომა ჩაატარონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.
მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა და პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სხვა ნებისმიერი ფორმულა 25-ში შეკრების არის არალეგიტიმური.
თუ რომელიმე წევრის საკითხი იხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, მაშინ სამანდატო კომისიამ მისი სახელი და გვარი არ უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფლებამოსილების თვალსაზრისით. 150-ივესი იხილება და როგორ შეიძლება, პარლამენტი შეიკრიბოს?!”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია