თამთა მიქელაძე – კალაძემ თბილისის ზღვაზე 14 სახლი დაანგრია, სადაც ღარიბი ოჯახები, ვეტერანი შშმ პირები და ბავშვები ცხოვრობდნენ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს დილით კახა კალაძემ თბილისის ზღვაზე 14 საცხოვრებელი სახლი დაანგრია, სადაც ღარიბი ოჯახები, ვეტერანი შშმ პირები და ბავშვები ცხოვრობდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერს.
“ეს ღარიბი ოჯახების მიერ ქალაქის პერიფერიაში, მუნიციპალურ მიწებზე თვითგადარჩენის მიზნით ხელით შეკოწიწებული პატარა სახლები და ბარაკები იყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში კალაძემ აფრიკაში დაუნგრია სახლები ხელმოკლე ოჯახებს და ახალი წლის წინ ქუჩაში დატოვა გამწარებული; 2022 წლის იანვარში ორხევში იგივე გააკეთა კალაძემ.
თვითმმართველობა, რომელსაც, პირიქით, უსახლკაროების დაცვის ვალდებულება აკისრია, უსახლკაროებს, რომლებიც თავის გადარჩენას თვითდახმარებით ცდილობენ, ნგრევით და დევნით პასუხობს და ჭერის გარეშე, სრულიად დაუცველს ტოვებს.
თან ამას აკეთებს მერი, რომელსაც სამშენებლო მაფია აქვს ქალაქში და მის მიერ დაკრიშული სამშენებლო კომპანიები კანონის დარღვევით აშენებს ცათამბჯენებს ქალაქის არა ერთ ადგილას.
თან ამას აკეთებს, მერი, რომელმაც მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს ქალაქის არა ერთი ცენტრალური და ისტორიული ადგილი ბეტონის ჯოჯოხეთად აქცევინა;
თან ამას აკეთებს მერი, რომელიც მილიონერია და თბილისში თუ სხვა ქალაქებში ათასობით კვ. მ სახლები და მიწები აქვს და საათებით და სხვა ფუფუნების ნივთებით გოიმურად პოზირებს;
თან ამას აკეთებს, მერი, რომელიც ოჯახების სიწმინდის დაცვაზე ლაპარაკობს და პირდაპირ გაგებით ოჯახებს უნგრევს სახლებს შუა ზამთარში, -1 გრადუსში.
აი ეს ფარისევლობა, არაადამიანობა და უთანასწორობა რამდენი ხანი უნდა მივიღოთ, როგორც ნორმალური?!
როდემდე უნდა დაიჯეროს ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, რომ კალაძე და “ქართული ოცნება” ადამიანების ინტერესებისთვის რამეს აკეთებენ, ან გააკეთებენ”, – წერს მიქელაძე.
თაგები:
თამთა მიქელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს