თათია ნიკოლაშვილი – ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა ორი ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თათია ნიკოლაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – სკოლის დამლაგებელი და ერთ-ერთი მშობელი.
მისივე თქმით, სკოლის დამლაგებელს ტვინის შერყევა აქვს.
“ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა ორ ადამიანს, დამლაგებელს და ერთ-ერთ მშობელს. ეს სკოლა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. აქ დადიან 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, ზემო ნატანების საჯარო სკოლიდან დადიან აქ, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში იქიდან გამომდინარე, რომ 2 წელია, იქ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. წესით უნდა დაწყებულიყო იქ რემონტი, მაგრამ როგორც მშობლებს გავესაუბრე, აქამდე არ არის დაწყებული. იქიდან გამომდინარე, რომ აქ 2 ცვლის ბავშვები დადიან, ახლაც, როდესაც ამ ჭერის ჩამონგრევა მოხდა, მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რადგან მეორე ცვლის ბავშვები 7 საათამდე არიან სკოლაში”, – აცხადებს ნიკოლაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftatia.nikolashvili.1%2Fvideos%2F3628351664063378%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
გურია