თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
არსებული ინფორმაციით, ყვარელში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი მძევლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
შენობაში სავარაუდოდ, 15-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები.
თვითმხილველების თქმით, “საქართველოს ბანკის” ფილიალის შენობის დატოვება ამ დროისთვის იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მოახერხა. ისინი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.
ასევე თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ხელყუმბარით არის შეიარაღებული.
შეიარაღებული პირი შენობაში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიჭრა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.


მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ბრინჯაოს პრიზიორებს კი 250 ათას ლარს გადასცემს

მედიის ინფორმაციით, “ჰამასი” 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ სავარაუდოდ, 50 მძევალს გაათავისუფლებს

ისრაელი და “ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ – რა არის ცნობილი