
ავტორი
Front News საქართველო
“ყველა ზღვარს გადასული კამპანია” – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბოლო პერიოდში მისი და თავდაცვის უწყების მიმართ რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებები.
“ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ საახალწლოდ დაღუპული გმირების ოჯახებს გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია.
მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები. ასევე, მან აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნეს საქმიანობსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს