Logo

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა
826
Frontnews image description

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

 

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “ტვ პირველის“ მორიგ მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება. 

 

მიუხედავად იმისა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრმა უკვე ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში დელეგაციების მასპინძლობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისას, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თუ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საჩუქრების გადასაცემად და ასევე, ცხადია წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების

 

წახალისების მიზნით, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით.
ტელეკომპანიას მარტივად შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია, მაგალითად საახალწლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის სრულიად საჯარო ღონისძიების შესახებ და ენახა ერთ-ერთი მაგალითი, თუ რაში იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის შესაბამის ახალ ამბებს ავრცელებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ უწყებაში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები