თავდაცვის სამინისტრო – ვრცელდება დეზინფორმაცია თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო




