თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში – “Cyber Coalition 2023“ მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ მონაწილეობა მიიღო NATO-ს კიბერსწავლებაში – „Cyber Coalition 2023“.
NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდაცვითი სწავლება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
თაგები:
კიბერუსაფრთხოება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა