
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია – რისკები არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა გახსნეს. მათ რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის მხარეს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში რისკების მართვის სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლები და მსმენელები არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების ფონზე, სტრატეგიული რისკების პროგნოზირების, კიბერუსაფრთხოების, ასევე კორუფციული და თაღლითობის რისკების შეფასების მნიშვნელობასა და რისკებთან დაკავშირებულ ეფექტური ანგარიშგების საკითხებს განიხილავდნენ. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თავიანთ სახელმწიფო უწყებებში, რისკის მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით მიღებული გამოცდილების, სამომავლო გეგმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გარდა, სხვადასხვა უწყების მაღალი და საშუალო რგოლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
თაგები:
ლელა ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს