
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც “დელტას” დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე “დელტასა” და “თბილავიამშენის” საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საწარმოების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ. დეპუტატებმა სს „თბილავიამშენის” და სსსტც “დელტას” ტერიტორიაზე არსებული საწარმოები და შექმნილი პროდუქცია დაათვალიერეს. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართულ-ებრაული საწარმოს “დელტა სიეიეი”-ში ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს