
ავტორი
Front News საქართველო
“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1 390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს საცხოვრებელი ბინებიდან. საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.
“ეს ნიშნავს რომ ასეულობით ოჯახი co-თი (ცეო) ინტოქსიკაციას და და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა. „თბილისი ენერჯი“ გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები (უსაფრთხოების შესახებ აუცილებელი წესები იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე te.ge, ასევე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე).
აქვე ვავრცელებთ თბილისის ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკას გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით, სადაც პირველ ადგილზეა ისანი-სამგორი-ვაზისუბანი. ამ უბნებში ჯამში 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა. მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გაზი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს