
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერია პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს თბილისში პარკირების საფასური იზრდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ – პარკირების ფასები რჩება უცვლელი.
რაც შეეხება სიახლეს – ზონალურ-საათობრივი პარკირების გადახდის სისტემას, მსურველთათვის, დაემატება ვადიანი აბონემენტები, რაც ძირითადად ბიზნესსექტორისთვისა და ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი.
აბონემენტები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატიულ შეთავაზებას და მისი გამოყენება არ იქნება სავალდებულო. თბილისელებს ან ჩვენი ქალაქის სტუმრებს კვლავაც შეეძლებათ ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილებში ჩვეულებრივ ისარგებლონ 1-ლარიანი გადახდის სისტემით.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი ეცით საკუთარ მაყურებელს თუ მკითხველს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს