თბილისის მერია – მოზარდი ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა, ის სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა


ავტორი
Front News საქართველო
გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალების გამო. შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე მოხდა, სადაც მოზარდი სკეიტბორდით იმყოფებოდა. ის სახურავიდან ლიფტის შახტაში ჩავარდა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
“გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22-ში არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა. მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში“ მონაწილეობა. უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
თბილისში, ავჭალის დასახლებაში უბედურ შემთხვევას 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
თაგები:
თბილისის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს