
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია.
მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა გამთენიისას დაიწყო.
მეპატრონეები ამ დროს ადგილზე არ იყვნენ, რადგან სახლების უმეტესობა დაუსრულებელია.
ადგილზე დიდი რაოდენობის სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ და მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს